დავალება უნდა ატვირთოთ თქვენს პერსონალურ Github Classroom-ის რეპოზიტორიაში.
გევალებათ გადააკეთოთ findOptimalAlignment ფუნქცია და სხვაობის შეფასების გარდა დააბრუნოთ დნმ-ის განლაგებები და დადებითი/უარყოფითი შეფასებები როგორც სტრიქონები.
დაბრუნებული შედეგი სისწორეზე შესამოწმებლად შეგიძლიათ გადასცეთ test ფუნქციას. გამოძახების მაგალითი იხილით main ფუნქციის დასაწყისში.
test ფუნქციის პარამეტრები და ტიპები:
score = int მაგალითი: -6
plusScores = string მაგალითი: " 1 1 1"
minusScores = string მაგალითი: "22 111 11 "
strandAligned1 = string მაგალითი: " CAAGTCGC"
strandAligned2 = string მაგალითი: "ATCCCATTAC"
python2.4 ვერსია: python solution.pyc
python2.7 ვერსია: დავალების შესრულების შემდგომ, ტესტირებისთვის მიღებული შედეგი უნდა გადასცეთ test ფუნქციას. (შეინარჩუნეთ ციკლი (main-ში არსებული while) და ყოველი მიღებული რეზულტატი გადაეცით)
საწყის კოდში მოცემულია მაგალითი რომელსაც გადაეცემა ცარიელი რეზულტატები. test ფუნქცია დაბეჭდავს ტესტის რეზულტატს.
test ფუნქციის string პარამეტრების სიგრძე უნდა იყოს ტოლი (ბოლოში თუ space-ებს გულისხმობთ, უნდა მიაწებოთ და შეავსოთ თანაბარ ზომამდე)
*მემოიზაცია შემომდება დიდი სიგრძეებით/დროით, შეგიძლიათ პირობაში როგორც არის ახსნილი გატესტოთ დიდ სიგრძეებზე, მაგალითად 200 სიგრძეზე საშუალოდ რამდენიმე წუთზე (2) მეტს არ უნდა ანდომებდეს.